07:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 12:44:16, 1979 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - შოთაძე ხელს მოაწერს ყველაზე ბინძურ საქმეებს, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას

„ირაკლი შოთაძეს მოუწევს ხელი მოაწეროს ყველაზე ბინძურ საქმეებს მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრამ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი შოთაძეს იმდენად ეშინია საზოგადოების, რომ პარლამენტის შენობაშიც არ გამოჩნდა.

„ფაქტია რომ იმდენად ეშინია შოთაძეს საზოგადოების, რომ პარლამენტის შენობაში გამოჩენისაც კი ეშინია. სამარცხვინოა, გუშინაც ეტყობოდა მას და ძალიან კარგად ხვდება მონათა შორის სწორედ ეს მონა რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა. იმიტომ, რომ მას მოუწევს ხელი მოაწეროს ყველაზე ბინძურ საქმეებს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას. წინასაარჩევნოდ, იმ არჩევნებისთვის, რომელშიც ის შედის საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და სადაც ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, შევიწროებით, მედიაზე ზეწოლით, დაშინებით და მოსყიდვით შეძლებს შეცვალოს ის გარდაუვალი კრახი, რომელიც მას ელოდება არჩევნებზე. ამისთვის არის გამწესებული ირაკლი შოთაძე ამ თანამდებობაზე და სწორია რომ ეშინია პარლამენტში მოსვლაც კი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს. დღეს კი მას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.  შოთაძეს გენერალურ პროკურორად დასამტკიცებლად დეპუტატების 76 ხმა დასჭირდება. კენჭისყრის პროცესს ირაკლი შოთაძე არ დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics