07:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 18:10:54, 1616 ნახვა

კომენტარი
ბოკერია მელიას საქმეზე - ივანიშვილს ჰგონია, პოლიტიკური ლიდერების დაიჭერითა და მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს

„ივანიშვილს ჰქონია, პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერითა და მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს, მაგრამ პირიქით მოხდება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმის განახლებას.

როგორც ბოკერია აღნიშანვს, ნიკა მელიას საქმე, გიგი უგულავას საქმეს ძალიან ჰგავს.

„მელიას საქმე ჰგავს უგულავას საქმეს. იქაც ზეპირი მოსმენის გარეშე მიმდინარეობს პროცესი, მერე იქ კიდე სააპელაციოში გაწელავენ, რა მნიშვნელობა აქვს. არავინ არაფერს არ გამოვრიცხავთ. იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის ბრიყვულად, უგუნურად, ქვეყნისთვის საზიანოდ, მისთვის პერსონალურად დამღუპველად ივანიშვილს არჩეული აქვს კურსი, რომ ამ გზით გადაირჩინოს თავი. პოლიტიკურ ლიდერებს დაიჭერს და ამ დაჭერებით და ჰგონია, მუქარით ჩაახშობს უკმაყოფილებას და მოიგებს არჩევნებს. არადა პირიქით მოხდება, ეს ყველაფერი ძალიან მწარედ დასრულდება მისთვის“, - განაცხადა გიგია ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,ნიკა მელიას მიმართ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოტანილი განაჩები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმეზე პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა, ხოლო მელიას საქმეს სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ვეფხია ლომიძე განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics