|
2020-02-13 12:53:43, 1617 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არ აწყობთ ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებენ
„„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არ აწყობთ ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებენ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართული ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლა უკვე გადაწყვეტილია. „თქვენ იცით, რომ ჩვენი მოწვევით ფაქტების შემსწავლელი მისია პრაქტიკულად გადაწყვეტილია რომ ჩამოვა საქართველოში. ამან პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით. თქვენ ნახეთ მათი განცხადებები დღეს. ეს ყველაფერი, მათი პათოსი და მათი პანიკური გამოვლინებები მათ განცხადებებზე აისახა და ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი, რაც ძალიან არ აწყობთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. ჩვენ ვნახეთ „რუსთავი 2“-ის შემთხვევა, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად სხვაგან იყვნენ და მათი შეფასებები სხვაგან. სტრასბურგმა თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი, ნიკა გვარამია, „ნაცმოძრაობა“, ბათუ ქუთელიები და მთელი არასამათავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ამის შემდეგ იყო ეუთო/ოდირი, სადაც მან თქვა, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც დადგინდება კონსტიტუციურობა, რასაც ასევე იტყუებოდნენ. ახლა დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს რომ ისევ იტყუებიან და აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)