|
2020-01-14 16:00:41, 1516 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ და პოლიტიკური დატვირთვა დავუბრუნოთ
„ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და მისი პოლიტიკური დატვირთვა დავუბრუნოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალგორში ჰუმანიტარული პრობლემის მოსაგვარებლად ყველა მშვიდობიანი და დიპლომატიური ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული. „თქვენ იცით, რომ ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლის და ჩვენი ბერკეტების ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. მე არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ჩვენი ბერკეტი, რაც არსებობს მშვიდობიანი და დიპლომატიური, უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)