13:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 18:42:12, 1513 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა

„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზის ცვლას.

„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზის ცვლას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციიის დროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა საფრთხის ქვეშ იყო.

„2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics