13:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 17:17:46, 2734 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადება საპატრიარქოსთან იყო შეთანხმებული

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით გარეჯში ვიზიტისას საზღვრის დემარკაციის შესახებ გაკეთებული განცხადება საპატრიარქოსთან იყო შეთანხმებული.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის დემარკაციასთან დაკავშირებით, რომელსაც დღემდე სავალალო და მოუგვარებელი პრობლემა მოჰყვა. კი თქვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა მე ვიცი, რომ საპატრიარქოს კონსულტაციის შედეგად მოხდა ამ საკითხის წამოწევა მაგრამ რა მივიღეთ? უკვე საქართველოს მოქალაქე დაღუპული თუ დაჭრილი და ერთი მონასტერი უკვე ფაქტიურად არაკონტროლირებადი არის ჩვენს მიერ. კი აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ვინ მოსთხოვა, იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს? მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან კოსულტაცია იყო, როდესაც მან დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ვიცი რომ საპატრიარქოს დავით გარეჯთან ჰქონდა მოუგვარებელი პრობლემა საზღვართან მიმართებაში და პრეზიდენტი რომ ჩავიდა იქ, მამებს შეხვდა და ა.შ, ეს შეთანხმებული იყო, ჩემთვის როგორც ცნობილია, საპატრიარქოსთან“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის 20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა და განაცხადა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. მანვე აღნიშნა: „სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასულიერო პირები და მრევლი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მისვლას ვეღარ ახერხებდნენ. აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს საზღვარზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოჰყვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics