|
2019-12-28 13:12:35, 2498 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილი: მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია
„სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება“, - ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. ექიმი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მისდამი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. „სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება. გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც სიმართლე გითხრათ თავს ვიკავებდი. ალბათ უფრო ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ცოტა ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი. შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)