18:30 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 18:42:40, 2217 ნახვა

მსოფლიო
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს

ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დეკლარაციის თანახმად, ალიანსის ლიდერები ადასტურებენ ურყევ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ.

"ერთზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა კვლავაც წარმოადგენს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძველს ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქისთვის. ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვრჩებით შეკავებისა და თავდაცვის 360-გრადუსიანი მიდგომის", - აღნიშნულია დეკლარაციაში. 

დეკლარაცია რუსეთს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის "გრძელვადიან საფრთხედ" ასახელებს.

დოკუმენტში საუბარია:

  • 139 მილიარდ დოლარზე მეტი ახალი თავდაცვითი ინვესტიციის შესახებ;
  • 50 მილიარდ დოლარზე მეტი ახალი სამხედრო შესყიდვის შესახებ;
  • სამხედრო წარმოების გაფართოებაზე;
  • თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებაზე.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი უკრაინას ეხება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ:

  • უკრაინის უსაფრთხოების დახმარების უმეტესი ნაწილი უკვე ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიერ ფინანსდება;
  • 2026 წლისთვის უკრაინა მიიღებს 70 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას;
  • მოკავშირეები უკვე გეგმავენ, რომ მსგავსი მოცულობის დახმარება 2027 წელსაც გაგრძელდეს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებას. კერძოდ, ნატო გეგმავს ინვესტიციების გაზრდას ხელოვნურ ინტელექტში (AI), უპილოტო სისტემებში, კიბერუსაფრთხოებაში, კოსმოსურ შესაძლებლობებსა და ტრანსატლანტიკური სამხედრო ოპერაციების ერთიანი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის (warfighting cloud) შექმნაში. ალიანსის შეფასებით, ეს მიმართულებები აუცილებელია ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად და თანამედროვე საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის.

დეკარაციაში ირანიც საფრთხედ არის დასახელებული. 

განცხადების ბოლოს მოკავშირეები აცხადებენ, რომ:

  • ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი;
  • მან უნდა დაიცვას ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.
  •  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics