20:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 19:44:37, 1583 ნახვა

საზოგადოება
ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანეს

„ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს“, - ამის შესახებ კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი მილის დაზიანების გამო 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება:

„ვაკე-საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "ანაგი" სამშენებლო სამუშაოებს ასრულბდა, რა დროსაც „თბილისი ენერჯის“ 315 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი დაზიანდა. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით და აღდგენითი სამუშაოებისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გაზის მიწოდება შეზღუდეს. ამ მიზეზით ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება 5000-მდე აბონენტს. გაზმომარაგების აღდგენა 28 დეკემბერს 09:30 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. კომპანია "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტის გამო. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ხელსაწყოების ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics