09:57 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 18:00:47, 1882 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - მოწმემ დაადასტურა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სესხები რეგულაციების დარღვევით მიიღეს

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება თიბისი ბანკში და მისი  ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ, „სამგორი ჯგუფიდან“ იგივე სესხები   მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რეგულაციების დარღვევით მიიღეს“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ასევე, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა კიდევ ერთი დარღვევა, რომ ბანკმა უზრუნველყოფის ქონებების მიქცევა სესხების ამოსაღებად არ განახორციელა და  ამ ქმედებებით თიბისი ბანკმა მიიღო დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი.

ამასთან, არჩილ ტყეშელაშვილმა განმარტა, რომ  ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ ფაქტს სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემდა.

„ მოწმე, რომელიც  იყო ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ჩაატარა ინტერესთა კონფლიქტთან შეუთავსებლობის შემოწმება. უკანონო შემოსავლის კვალიფიკაციას ფაქტს აძლევს ბრალდების მხარე. ჩვენ ამ ქმედებებს მივეცით სისხლის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და საბოლოო გადაწყვეტილება, ეს ასე იყო თუ არ იყო უნდა მიიღოს სასამართლომ. შესაბამისად, ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის დასკვნას ვერ გააკეთებდა“,-აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, მოწმეთა ბაზაში არიან როგორც თიბისი ბანკის, ასევე  „სამგორი ჯგუფის“ წარმომადგენლები, გამომძიებლები და ფინანსისტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics