09:56 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 16:27:09, 1948 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი მამუკა ბახტაძის მიმართ გამოყენებულ უცენზურო რეპლიკას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან მის წინამორბედ მინისტრზე, მამუკა ბახტაძეზე  უცენზურო რეპლიკა  გამოიყენა.

დღეს გავრცელებულ ინფორმაციას მაჭავარიანი „ტყუილს“ უწოდებს.

 „ მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო. იყო საუბარი ამაზე, რომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მიეცა "რუსთავი 2"-ს დავალიანების დაგროვების საშუალება 2017 წლის მარტამდე, როცა ეს დაიწყო 2016 წლის ოქტომბრიდან, თორემ მარტის მერე, როცა დავალიანების დაგროვება გაგრძელდა იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა გადაწყვეტილება, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობამ უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას და ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა 2017 წლის მარტიდან ეს გაითვალისწინეს, მესმის. ვინც გაითვალისწინა, ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე მამუკა ბახტაძე იყო და მას კავშირი არ აქვს, ამ სახელსა და გვარს შეხვედრაზე არ გაუჟღერებია. პირწმინდად მოტყუებაა, პირდაპირ ეთერში მოიტყუა. ეს არის სიბინძურე. რამდენიც უნდათ იტყუონ, რომელ მინისტრსაც ამით აშანტაჟებდნენ, გააგრძელონ შანტაჟი, გადაიხადონ გადასახადი და იტყუონ რამდენიც უნდათ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics