19:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 20:10:57, 1144 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ებრაელების ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორი ერის ტრადიციულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,მინდა ებრაელ ხალხს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ეს არის  სიკეთის  ბოროტებაზე გამარჯვების და  სინათლის   სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.

ჩვენ, ქართველებს და ებრაელებს მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და  მეგობრობის ისტორია გვაკავშირებს. ისტორია, რომელიც არის სამაგალითო, როგორც უფროსი თაობისთვის, ისე მომავალი თაობისთვის. სწორედ, ამ მაგალითზე შესაძლოა, რომ როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში დაიზარდონ მომავალი თაობები. 

კიდევ ერთხელ,  მინდა მოგილოცოთ ქართველ და ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობიან საქართველოში და მშვიდობიან ისრაელში ცხოვრება და მოღვაწეობა» - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის და  საზოგადოების  წევრებმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics