|
2019-12-21 13:46:40, 2703 ნახვა
კომენტარი
ISFED-ის დირექტორი: კარგია, რომ საქართველო „ფეისბუქის“ ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო
„კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაცვა დეზინფორმაციისგან, რაშიც „ფეისბუქს“ შეუძლია, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. „ჩვენი წინასწარი ანალიზის შედეგად გაუქმებულია ISFED-ის ანგარიშებში შესული და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ცრუ მედია გვერდები და ცრუ მხარდაჭერის გვერდები თითქმის სრულად. ასევე, გაუქმებულია მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა შესახებაც ცალკე დავწერთ კიდევ. "ფეისბუქის" წარმომადგენლების თქმით, დღეს წაშლილი გვერდები ავლენდა კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ფეისბუქი" ასევე აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით. საარჩევნო და პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაცვა მანიპულაციისა და დეზინფორმაციისგან, რაშიც "ფეისბუქს" შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. იმედია, "ფეისბუქის" აქტიური ჩართულობით, შევძლებთ 2020 წლის არჩევნების საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღებას და დაცვას მავნე ზეგავლენისგან. სამართლიანი არჩევნები (ISFED) გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო აქტიურ კოორდინაციას ჩვენს სხვა კოლეგებთან ვისი მნიშვნელოვანი წვლილიც არის დღევანდელი შედეგი. მეთოდოლოგიურ და სტრატეგიულ მუშაობას აუცილებლად აქვს აზრი, რაც არ უნდა კომპლექსური გამოწვევები ახლდეს თან“,- წერს მიხეილ ბენიძე. შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. „ფეისბუქმა“ დაადგინა, რომ ამ კამპანიისთვის ყალბმა გვერდებმა ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი დახარჯეს.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)