|
2019-12-19 18:24:32, 1525 ნახვა
კომენტარი
კალაძე ახალგაზრდებს: არასოდეს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, დაუპირისპირდით და ებრძოლეთ პრობლემებს, არასოდეს დანებდეთ!
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს, სირთულეების მიუხედავად, შემართებისა და მეტი ოპტიმიზმისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მოზარდების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იზრუნონ. „ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მინდა, ერთ რამეს გავუსვათ ხაზი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის სუიციდის პროპაგანდა. ეს არის ძალიან სახიფათო და მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებების და წარწერების გაკეთებისგან. ასევე, მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, მოზარდებს, ვინც გარდატეხის ასაკშია. ჩვენ ეს ეტაპი ყველამ გამოვიარეთ და ყველას კარგად გვახსოვს, როგორი რთული იყო, როდესაც გადადიოდი დიდობის ასაკში. იყო გაუცხოება და სირთულეები, მაგრამ ზუსტად ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი ჩვენი დაბადების დღიდანვე. თუნდაც ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ, როდესაც სანტას და საჩუქრებს ველოდით. გავიხსენოთ თუნდაც ის, როგორი მწარე შიში გვქონდა ნემსის გაკეთების ან კიდევ როცა ჩვენზე უფროსი გვართმევდა სათამაშოს. მინდა ყველას მოვუწოდო, არასოდეს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, დაუპირისპირდით და ებრძოლეთ პრობლემებს. არასოდეს დანებდეთ. რა თქმა უნდა, არის სირთულეები ცხოვრებაში და ზუსტად ამიტომ არის საინტერესო ცხოვრება, რომ უნდა გადალახო ეს სიძნელეები. როდესაც ამ ბარიერებს გადალახავ, უფრო ძლიერი და შემდგარი ადამიანი ხდები. მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ბავშვებს, რომ სირთულეებს არასოდეს თავი არ დაუხაროთ. თუმცა ჩვენი როლიც, ოჯახის, მშობლების, ზოგადად საზოგადოების და გარემოს როლი არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე. ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების გამოსასწორებელი პრობლემა, ყველამ - საზოგადოებამ, ოჯახმა, სახელმწიფომ ერთად უნდა ვიზრუნოთ პრობლემის მოგვარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)