|
2015-07-24 15:06:34, 5857 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის საცხოვრებელი სახლების კომისიამ სატენდერო დოკუმენტაცია შეიმუშავა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების შედგენაზე იმსჯელა. როგორც სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კომისიის თავმჯდომარემ ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, ტენდერში მონაწილე თითოეული სამშენებლო კომპანიის გამოცდილება უნდა იქნეს შესწავლილი. მშენებლობა სერთიფიცირებული მასალით (ქვის მასალა, ჭერი, იატაკი, წყლის გამათბობელი ) უნდა განხორციელდეს. „ეს არის ჩენი მოღვაწეობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ 16 სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახი მიიღებს კომფორტულ საცხოვრებელ სახლს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდებით მშენებლობის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვიქნებით რიგითი მუშებიც“, – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ. საცხოვრებელი სახლების მშენობლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოცხადდება. დაინტერესებულ კომპანიებს 20 დღის განმავლობაში შეეძლებათ ტენდერში მონაწილეობის მიღება. ვადის ამოწურვის შემდეგ გამოვლინდება სამშენელო კომპანია, რომელსაც ექნება 49 სამუშაო დღე საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. მიმდინარე წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტში 16 მუნიციპალური (2 ერთოთახიანი და 14 სამოთახიანი) სახლი აშენდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)