14:24 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 13:05:55, 348 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის

აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის, თუ როგორ შეიძლება, პატრონებმა ისინი გადაარჩინონ, — ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„წარმოგიდგენიათ, უსამშობლოთა პარტიების რა მკაფიო ლუსტრირება ხდება? — ხალხთან კი არ მიდიან, ელჩებს ხვდებიან. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პარტიის გასამართლება მიმდინარეობს. ჩვენი ხედვით, ისინი  კონსტიტუციას არღვევენ და არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. აქცია დააანონსეს და 300 კაციც ვერ შეკრიბეს, რადგან დასაყრდენი არ აქვთ. ის, ვინც დასაყრდენი იყო, მათ ისინიც განერიდნენ, რადგან გაიაზრეს, ისინი როგორ იტყუებოდნენ. არ გვიკვირს, რომ უსამშობლოთა პარტიები თავიანთ ამომრჩეველს კი არა, თავიანთ დამკვეთებს, პატრონებს ხვდებიან.

ჩვენ მართლები ვართ ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან, ქართულ ეკლესიასთან და, ბუნებრივია, ამიტომ ვართ ასე თამამები და ძლიერები ამ უსამშობლოებთან და მათ აგენტურასთან ბრძოლაში. ამ აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ დამკვეთებს და პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო, და ახალი რჩევები მიიღონ. აბა, ახალი რევოლუციური ტალღა როგორ დაიწყონ? კიდევ მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ იქნება გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაცაა, რომ ქართველ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ, არამედ დამკვეთებთან. ეს ამ უსამშობლოების მორიგი ლუსტრაცია იყო. ისინი სწორედ უცხოელი პატრონებისგან იმართებიან“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics