11:40 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 13:31:29, 1691 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი: კუხიანიძე შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და ყველამ, „ქართულ ოცნების“გარდა

„ერეკლე კუხიანიძეს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი, ცოლმა, მეზობელმა, შვილმა ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა „ქართული ოცნების“ გარდა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლას არ შეწყვეტს, ვიდრე ერეკლე კუხიანიძე საკრებულოს მანდატს არ დატოვებს.

„ადამიანი, რომელიც ტყვედ ჰყავთ ჩვენი სახელმწიფოს მტრებს. არ ვიცით რა პირობებშია ჯურღმულში. აწამებენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და ამ დროს უღირსი საკრებულოს დეპუტატი რომ ჰქვია, ლანძღავს ამ ადამიანს და მის ოჯახს. ამ კაცს გაემიჯნა მისი შვილი, ოჯახის წევრი, ცოლმა, მეზობელმა, შვილმა ყველამ თქვა, რომ ეს კაცი ნაძირალაა „ქართული ოცნების“ გარდა. ჩვენ მივეცით დრო, რომ ამ კაცს დაეტოვებინა მანდატი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და დამცინავად ბოდიშს იხდის. ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე კუხიანიძე არ დატოვებს მანდატს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატები საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. აქტივისტებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს და გააკრეს სტიკერები წარწერით „შეცვალე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics