11:38 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 10:40:47, 2117 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტი ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევს

„პარლამენტი  მაქსიმალურად  მიაქცევს  ყურადღებას გიგა ბოკერიასთან  დაკავშირებულ გამოძიებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები, მას ყველა მოქალაქემ უნდა უპასუხოს, მათ შორის - პარლამენტის წევრმაც.

გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრი, ის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით. პარლამენტი მაქსიმალურად მიაქცევს  ყურადღებას მასთან დაკავშირებულ გამოძიებას.

მეორეს მხრივ, როდესაც არის კითხვები, ისევე როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ ამ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პარლამენტის წევრმაც კი ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. შესაბამისად,  ამას მე პოლიტიკურ დევნად ნამდვილად ვერ ჩავთვლი

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, დღეს პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზეა დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics