23:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 18:25:45, 2537 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულ იქნა მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დაუყოვნებლივ დასრულდეს.

„ ქვეყანა აგრძელებს საერთაშორის თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ მობილიზებას. ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებასთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია, ასევ ბატონი ვაჟას ოჯახთანაც და  ყველამ კარგად იცის, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟას უკანონო პატიმრობა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად გუშინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

„რა თქმა უნდა  მოლოდინი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე გუშინ მქონდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იყო ის, რომ ბატონი ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს იმ განცდის საშუალება, რომ ჩვენ არ გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად აქტიური ჩართულობა და ჩვენ ამას ვაკეთებთ გუშინდელი დღიდან,  რომ გაძლიერდეს ზეწოლა , რათა  ბატონი ვაჟა დროულად  დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics