|
2019-12-14 17:34:48, 2285 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ეს არის თაობა, რომელიც ძალადობას, დამცირებას და სიყალბეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აპატიებს
„ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საზეიმო რონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა. „საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ის, რაც ევროპასთან ინტგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვიდრების კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. ხშირად ისმის კითხვები: რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში? არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი? და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის? პირადად ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს. თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს! ევროპა თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესია. ეს კი ის თვისებებია, რაც საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა. ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა - მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გადაატანინებს ჩვენს საყვარელ ქვეყანას. დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი საყრდენის - თავისუფლების და ტოლერანტობის - ცენტრია ევროპა. ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის გამო ვართ ისტორიულად ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის წევრი. ევროპა საქართველოს სახლია. „თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)