11:38 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 15:42:47, 2383 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - ვერ დავეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც მოსამართლეების შერჩევის პროცესში აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს

„ვერ ვეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის საგარეო საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა არსებული სასამართლო სისტემა უკეთესობისკენ შეცვალა და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს:

„პირველი არის ის, რომ ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობა არ ჰქონდა და ეს დღეს გვაქვს. მეორეა ის, რომ შერჩევის პროცესი ასეთი ღია და გამჭვირვალე პრინციპით არასოდეს არ ჩატარებულა. და მესამე - დღეს სასამართლო არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მძევალი და არ არის მისი ზეგავლენის ქვეშ. მე ვერ ვეთანხმები ვერავის შეფასებას, ვინც აბსოლუტურად ნეგატივს ხედავს ამ ყველაფერში. ევროპის საბჭოს და სხვა პარტნიორების პოზიციები ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრებები, რათქმაუნდა ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებთ ამას თვალს და მომავალში მეოთხე ტალღა გუშინ იმიტომ დავამტკიცეთ პარლამენტში, რომ რეფორმები გავაგრძელოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ევროკავშირის საგარეო სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნული, რომ „შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics