|
2019-12-13 15:04:02, 3691 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის დეკლარაციას მოაწერა ხელი
დღეს სასტუმრო „Wyndham Batumi“- ში პროექტის „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, დეკლარაციას საზეიმო ვითარებაში მოეწერა ხელი. ▶ საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. ☑ 2018 წელს საქართველოში ტუბერკულოზის 2606 შემთხვევა დარეგისტრირდა, მ.შ. 1926 ახალი შემთხვევა. 2019 წელს აჭარაში 217 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. ☑ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გლობალური ფონდის თანადაფინანსებით, აჭარის რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას“. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. ☑️2018 წლის 24 მარტს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის მიხედვით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით, აიღო ურთიერთშეთანხმებული აქტივობების თანადაფინანსების ვალდებულება. პროექტის ფარგლებში 2018 წლის აგვისტოდან: • ტუბერკულოზზე გამოკვლეული 10 175 პირიდან 998 საეჭვო შემთხვევა გაიგზავნა ფტიზიატრიულ სამსახურებში. ტუბერკულოზი დადასტურდა 3 შემთხვევაში. • შემთხვევის მენეჯერის მიერ მეთვალყურობა დამყარდა მკურნალობაში ჩართულ 410 პაციენტზე, მკურნალობა დაასრულა 259 პაციენტმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)