12:27 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 12:24:53, 1496 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა

„უვადოდ დამტკიცებულ მოსამართლეთა შორის, რამდენიმე ოდიოზური ფიგურაცაა“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია საზოგადოებას სასამართლოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს.

„ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. რაც შეეხება მოსამართლეებს ინდივიდუალურად, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ბევრი მათგანი არ იქნა დამტკიცებული. თუმცა, მათგან ვინც იქნა დამტკიცებული არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს არის ჩემი აზრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა და ისინი უვადო მოსამართლეებად აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics