|
2019-12-12 14:06:47, 2331 ნახვა
რეგიონი
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 350 094 700 ლარით განისაზღვრა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 350 094 700 ლარს შადგენს. 2019 წელთან შედარებით ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა. ➡ აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პარამეტრებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა. ➡ 2020 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარს, 11% შეადგენს. ➡ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 5 216 800 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 3 250 200 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 112 762 300 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 56 390 100 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 21 000 000 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 15 178 200 ლარი; ▶ 2020 წელს აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე 220 მლნ. ლარი დაიხარჯება, აჭარის ბიუჯეტის 63% ▶ აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 64 მლნ ლარი დაიხარჯება. აშენდება 14 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 არსებულ ხიდს, მოეწყობა 189 კმ. გზის საფარი ▶ 2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზარდება, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება 2 362 000 ლარით ▶ 2020 წლიდან პირველად დაფინანსდება პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა ▶ 2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპანსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება ▶ 2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება ▶ 2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)