|
2019-12-04 15:42:00, 2116 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: გვარამიამ, შენიღბვის მიზნით, 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი კომპანიის სახელზე გააფორმა
„ბრალდებული ნიკა გვარამია გამოკითხვაზე და აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე აპელირებდა მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საკუთრებაში მანქანაც კი არა ჰყავს და მისი მეგობრების მაქნანით გადაადგილდება“,-ამის შესახებ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. ჟურნალისტების შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა გამოძიებას, ამოეღო კამერის ჩანაწერები რუსთავი2-ის მიმდებარე ტერიტორიიდან და ამით დაედგინა, სარგებლობდა თუ არა ნიკა გვარამია მანქანით, პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიების დაწყების პერიოდში ნიკა გვარამია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დირექტორი აღარ იყო. „ნიკა გვარამია თავადაც არ სარგებლობდა ამ ავტომობილით , სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები და ეს ავტომობილი, საკუთრება იყო შენიღბული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო არც ბრალდებულის სახელზე, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახელზე, ავტომანქანა გაფორმებული იყო კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. არსებული მტკიცებულებებით, ეს იყო შენიღბვის მიზნით გაკეთებული და და რეალურად მან უსასყიდლოდ, რუსთავი2-ზე გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული ავტომობილი“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინების შედეგად ავტომანქანაზე თვალთვალის დროს ავტომანქანა ნიკა გვარამიას ოჯახს დაბრუნებული არ ჰყავდა. ის დააბრუნეს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დოკუმენტები ამოიღო „პროესკო მედიადან“ და ბრალდებულისთვის ნათელი გახდა, რომ გამოძიება ამ კომპანიითაც დაინტერესდა. „ამის შემდეგომ მოხდა ავტომობილის დაბრუნება და ესეც კარგად მიუთითებს, რეალურად ვისი იყო ეს ავტომობილი. ფარული საგამოძიებო მოქმედება იყო ერთადერთი ღონისძიება , რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად ნიკა გვარამიას ოჯახის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი“,- განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)