|
2019-12-01 10:41:57, 2583 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ყველა წინა არჩევნები, რომელიც ჩატარდა უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!
„ერთხელ ამ ოპოზიციამ და უმრავლესობის ნაწილმა უარი თქვა პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო ერთი ვადის შემდეგ, იმის წინა ჯერზეც უარი თქვეს ზუსტად იმ მიზეზით, რომ ერთის იქეთ არ გვაწყობს ახლავე გვინდაო. ორჯერ ამის გამო ჩავარდა პროპორციული არჩევნების რეფორმა. მაშინ რომ დათანხმებულიყვნენ, დღეს, 2020 წელს უკვე გვექნებოდა პროპორციული არჩევნები",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ტონი დღესაც იგივეა: "ამბობენ, რომ არ გვინდა ერთი არჩევნების შემდეგ - ან ახლავე ან არასოდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს რეფორმა პოლიტიკოსებმა ორჯერ ჩააგდეს იმიტომ, რომ არ უნდოდათ ერთი არჩევნები დაეცადათ. დღესაც ვართ იგივე რიტორიკაში - ან ახლავე ან არასოდეს. მინდა ვიკითხო და ეს კითხვა დავუსვა ჩვენს ოპონენტებსაც: ყველა წინა არჩევნები, რომელიც საქართველოში ჩატარდა საქართველოსი, მათი ხელისუფლების დროსაც, ჩატარდა შერეული წესით. ეს უსამართლო და უკანონო იყო თუ არა?!",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)