18:04 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 00:11:43, 8902 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი ნატოს დაფინანსების მეოთხედით შემცირებას აპირებს, თანხის ნაწილს კი საქართველოს და უკრაინას მოახმარს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ნატოს დაფინანსება შეამციროს და ის გერმანიის დაფინანსებას გაუთანაბროს, ამ ფულის დიდი ნაწილით, თეთრი სახლი საქართველოს და უკრაინას დაეხმარება.
ინფორმაციას ამის შესახებ, CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას თავდაცვის დეპარტამენტიდან წყარომ აცნობა, რასაც ნატოს დაფინანსებით აშშ დაზოგავს აპირებს, გამოიყენოს ევროპაში კერძოდ კი საქართველოსა და უკრაინაში. 
თეთრი სახლი და თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს და უკრაინას განიხილავს, როგორც რუსეთთან „ფრონტის ხაზზე მდგარ სახელმწიფოებს“. - აცხადებს CNN-ი.
ამჟამად აშშ-ის კონტრიბუცია ნატოს ბიუჯეტში 22%-ია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ეს მაჩვენებელი 16%-მდე შეამციროს. სწორედ ამ კონტრიბუცის მაჩვენებელი აქვს გერმანიას ნატოს ბიუჯეტში რაც აშშ-ს ამჟამინდელ დაფინანსებაზე 2 მილიარდით ნაკლებია.
აშშ-ს პრეზიდენტი ამჟამად ფლორიდის შტატში თავის გოლფ კლუბში იმყოფება სადაც მადლიერების დღეს აღნიშნავს. ამასთან ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ამერიკელ სამხედროებზე მიმართვასაც აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics