15:19 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 13:06:02, 1588 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იქით კი, უპასუხისმგებლო ოპოზიცია

„აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, იქით კი, უპასუხისმგებლო ოპოზიცია. ეს არის დღევანდელი სურათი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიზისში და  ცდილობს იპოვოს ამ კრიზისიდან გამოსასვლელი გზები, თუმცა „ქუჩის მიტოვება უჭირთ“.

„აქ ხელისუფლებას დასათმობი არაფერი არ აქვს. ის აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც უნდა აგრძელებდეს. დასათმობი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დესტრუქციით არიან დაკავებულნი. დესტრუქციით, რომელიც კანონთან aრის პირდაპირ წინააღმდეგობაში. პარლამენტის შენობის ბლოკირება არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად მათი დათმობა იქნებოდა დათმობა კანონის წინაშე. მათ უნდა დაიცვან კანონი, თუმცა აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. ხედავთ, რომ არის კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი ცდილობენ რამენაირად ნახონ გამოსავლის გზები საკუთარი კრიზისიდან, თუმცა ისიც უჭირთ, რომ ქუჩა მიატოვონ, თორე სიამოვნებით მიატოვებდნენ ქუჩასაც, რომ ეს კრიზისი დაძლიონ.

სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არის უზრუნველოფილი დღეს პარლამენტის სათანადო მუშაობა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლებადა იქით დგას უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი სურათი“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics