|
2019-11-28 12:17:25, 1429 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: იმ ადამიანებთან გვერდით დგომა, რომლებიც „კასრების ჩანაწერების“ ავტორები არიან ახალგაზრდებისთვის უხერხულია
„იმ ადამიანებთან გვერდით დგომა, რომლებიც ავტორები არიან იმ „კასრების ჩანაწერების“, რომელიც აღმოვაჩინეთ ხელისუფლებაში მოსვლის დროს არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს არჩევნები, რადგან მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა. „ძალიან სერიოზული რესურსი ჰქონდათ მაშინ ხელთ, რომ ადამიანზე მოეხდინათ ზემოქმედება. დღესაც ამ ორგანიზატორებს შორის არიან. არის თუ არა ეს შეცდომა? მე ვფიქრობ არა. სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავის მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიებისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანთა გვერდით დგომა, რომლებიც ავტორები არიან იმ „კასრების ჩანაწერების“, რომელიც აღმოვაჩინეთ ხელისუფლებაში მოსვლის დროს არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისაგან. ის საყვედური, რომელსაც ჩვენი მომხრეებისაგან ვიღებთ, რომ სწორედაც ეს „კასრების ჩანაწერები“ და სწორედაც ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა. გაცილებით მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. მე იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა ამას წინათ. ფაქტია, რომ პერსპექტივაში არ გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება დამაჯერებლად. თანაც საკმაოდ ისეთი ბიუჯეტი მოდის 2020 წლისთვის. იქ ხელფასების მატება, სოციალური საკითხები და ბევრი სხვა რამ. იმ სფეროებში, რომელიც ადრე საკმაოდ მივიწყებული იყო. განათლების სფეროა ეს, თავდაცვის თუ წესრიგის დაცვის სფერო ამ ადამიანებთან დაკავშირებით თავისი გეგმები ჰქონდა . არსებობს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც სერიოზული განაცხადი იქნება საქართველოსთვის. რასაკვირველია, ამ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივის არ გამოჩენა მათი პოლიტიკური გამარჯვების განაპირობებს იმ აგრესიას, რაც მათ დღეს გააჩნიათ. არაფერი სისტემა ისეთი არ არის, რომელიც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და სხვა სატელიტებისთვის. ნებისმიერ ვითარებაში, როდესაც გულზე მჯიღს ირტყამენ და ამბობენ, რომ მათი პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, რატომაც არა გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა და შეიძლება კიდევ უფრო ადრეც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)