2019-11-27 21:16:10, 1866 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტაში“ ადასტურებენ, რომ ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე უცნობი ციური ობიექტი ჩამოვარდა
„თეგეტა მოტორსში“ ქუთაისის ფილიალის ტერიტორიაზე ამოუცნობი ციური ობიექტის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებენ.
რაც შეეხება ქონების დაზიანების შესახებ ინფორმაციას, კომპანიაში ამბობენ, რომ მომხდარის შედეგად მათი ქონება არ დაზიანებულა.
„კომპანიის ქონება დაზიანებული არ არის. იმის გამო, რომ ობიექტი ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ჩვენმა თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს“, - აცხადებენ „თეგეტაში“.
ამოუცნობი ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ, მეტეორის ნატეხია, სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სამინისტრო გამოძიებას სსკ-ის 187-ე მუხლით აწარმოებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,