|
2019-11-21 15:23:13, 792 ნახვა
საზოგადოება
ადამიანური რესურსების მართვის მიერ გამართულ სამდღიან ტრენინგში ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა
ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია Price water house Coopers Georgia. ტრენინგის მონაწილეებმა მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები განიხილეს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის როლზე იმსჯელეს. „მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმას. ჩვენი სამინისტროსთვის სწავლება და განვითარება საორგანიზაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და არა ერთჯერადი აქტივობა. ჩვენი თანამშრომლების მოლოდინია, რომ სამინისტრო მისცემთ მათ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა საქართველოს სოფლის განვითარების უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მხრივ ძირითადი ეროვნული პარტნიორია. ის სათავეში უდგას საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებულ ძალისხმევას სოფლის განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება,
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)