04:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 12:26:34, 934 ნახვა

საზოგადოება
ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, ქუჩაზე ეწყობა გარე განათების ახალი სისტემა და მონტაჟდება LED განათების ლამპიონები.

სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო.

„წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ. აღნიშნულ მონაკვეთში, გზის დაზიანებული საფარის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, თუმცა დღეიდან  სავალი ნაწილი მოწესრიგებულია და გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილებისთვის კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

შალვა მშველიძის ქუჩის სარეაბილიტაციო  სამუშაოები ისნის გამგეობის დაკვეთით,  შპს „დინ გრუპმა“ განახორციელა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000  ლარით დაფინანსდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics