|
2019-11-20 11:58:46, 2275 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანი ჭრებალოში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპების ხელმძღვანელები. ცენტრი ჭრებალოსა და მიმდებარე სოფლების − ზედა და ქვედა ჭყვიშის, პირველი და მეორე ტოლის, ქვიშარის, ჟოშხის, გენდუშის, პატარაონის, შავრის, ბაჯის, ღადიშის, ღვარდიის − და სხვა დასახლებების 5 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ცენტრის გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპით კომფორტულ გარემოში სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − სოფლიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება. ელექტრონულ წიგნებთან ერთად, აქ ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მისაღები ოთახებიც. სოფელ ჭრებალოში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გაერო-ს განვითარების პროგრამა „მდგრადი განვითარების მიზნების“ (UNDP) მხარდაჭერით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით ხორციელდება. „UNDP“, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) ორი საზოგადოებრივი ცენტრის − ყაჩაღანისა და ჭრებალოს − მშენებლობას აფინანსებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „UNDP“-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ხელი 2019 წლის 26 თებერვალს მოაწერეს. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მთაწმინდა 2007“ აწარმოებს. საზოგადოებრივი ცენტრი მომდევნო წელს გაიხსნება.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)