02:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 11:52:52, 1093 ნახვა

საზოგადოება
პირველი ნოემბრიდან დღემდე ქიმწმენდის ვაუჩერით 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა

ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე,  1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და პირველი ეტაპისგან განსხვავებით გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი  მხრიდან იქნა გაჟღერებული,  დღეის მდგომარეობით 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13000-ზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს ციფრი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics