|
2019-11-19 19:33:26, 2701 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა. კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. როგორც აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის როგორც ვაჭრობის განვითარების, ასევე აღნიშნულ ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაჟო პროცედურების გამარტივებას. ნათია თურნავას განცხადებით, ქართული მხარე ახორციელებს რეფორმას, რათა უცხო ქვეყნებიდან მომავალი სატვირთო მანქანების საბაჟო კონტროლი მინიმუმამდე შემცირდეს და ამავე დროს, არც გადამზიდავი დაზარალდეს. „საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა. მასზე არაერთი სატრანსპორტო დერეფანი გადის და ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც თურქეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტი ხორციელდება. ჩვენი მიზანია და რაც მთავარია, ამაში თურქეთის მხარეც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენი ქვეყნის საბაჟოებზე გადამზიდავებმა მინიმალური თანხა და დრო დახარჯონ. მსგავსი გადაწყვეტილებები გაზრდის ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორის კონკურენტუნარიანობას და შევძლებთ, მეტი გადამზიდავი მოვიზიდოთ," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. კომისიის სხდომის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა რიგით მეორე ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ასახულია, როგორც მხარეთა პოზიციები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ინიციატივებზე.
(NS)
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)