02:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 15:56:08, 1249 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინო საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ”LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით, საქართველოდან  ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„Salon Savim Automne“, თავისი 30 წლიანი ისტორიით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება საფრანგეთში, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია. „Salon Savim Automne“-ზე ქართული ღვინის წარდგენა  კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics