|
2019-11-19 13:10:57, 7145 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა, რის შემდეგაც ცენტრის მეთაურთან, გენერალ-მაიორ გარი მ. ბრიტოსთან და უსაფრთხოების ძალების I მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ სკოტ ა. ჯექსონთან შეხვედრები გამართა და ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციები მოისმინა. თავდაცვის მინისტრმა ფორტ ბენინგთან მდებარე ქვეითთა ეროვნულ მუზეუმსა და ჯარისკაცის ცენტრში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო. „ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის - კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, საერთო ღირებულებების დაცვას, მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების დაცვასა და უზრუნველყოფას შესწირეს. „სწორედ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წყალობით, დღეს აქ ამაყად ვდგავართ და მივისწრაფით უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, - ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ღონისძიებაზე. ქართველი მშვიდობისმყოფელები - ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე 2008 წლის 2 მაისს, ერაყში, ბაღდადის მახლობლად, სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. მაშინ ორივე სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით ბატალიონში მსახურობდა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)