16:32 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 12:56:52, 1916 ნახვა

ეკონომიკა
დეველოპერული კომპანია „რედკოს" შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის

დეველოპერული კომპანია „რედკო" თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური" ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი.

შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისი სტატუსის მომხმარებელი ორ ადამიანზე 5 წლიან ულიმიტო აბონიმენტს (სკი-პასს) მიიღებს, რომელიც საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოქმედებს.

კომპანია "რედკო" ახალ გუდაურში 50 ჰა მიწას ფლობს და აქტიურად არის ჩართული კურორტის განვითარებაში, რომელიც გონდოლას საბაგიროს ირგვლივ 2012 წელს დაიწყო. ახალი გუდაურის დაგეგმარება მსოფლიოში ცნობილ სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავ კანადურ კომპანიას - „ეკოსაინს" ეკუთვნის. ამ გეგმის მიხედვით 2026 წლამდე ახალ გუდაურში ჯამში 26 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი, სასტუმრო-გამაჯანსაღებელი და გასართობი ობიექტი აშენდება.

„რედკოს" ახალი პროექტი მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობის და შემდგომ მართვას. კომპანია მომხმარებლებს შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებასაც სთავაზობს.

რედკოს მიერ აშენებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების ქსელი ერთი ბრენდით – New Gudauri Resort Residences & Spa-თი არის ცნობილი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 30 ნოემბრამდე.

R





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics