02:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 19:24:02, 1598 ნახვა

საზოგადოება
მოძრაობის „შეცვალე!“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ [LIVE]

მოძრაობის #შეცვალე აქტივისტები პარლამენტის შენობიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში დარჩებიან, რათა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დისკომფორტი შეუქმნან, შემდეგ კი, კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცადებენ, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმედგ“ მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ მათ პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, შემდეგ კი, ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

საპროტესტო აქციის გამო, დილიდან როგორც პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართულო ოცნების“ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, პარლამენტის ეზოში და შენობაში განლაგებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელიც სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics