05:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 16:48:10, 1853 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი პარლამენტის პიკეტირებაზე - სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა გაჩერდეს

პარლამენტის პიკეტირება კანონს და სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების შესახებ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა გაჩერდეს.

„უნდა ვიაროთ სამსახურში, უამრავი თემაა. საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ და ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ამის მოთხოვნა მარტო ჩვენი არ არის, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ სამუშაო ბევრია, ბიუჯეტი გვაქვს დასამტკიცებელი. პიკეტირება, არის გამოხატულება ამ ადამიანების პოლიტიკის შინაარსის, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნები კონსტიტუციას და რეგლამენტს ეწინააღმდეგება.

„მე მგონია, რომ ეს ადამიანები, ვინც ეს მოთხოვნა დააყენა, საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური თუ სხვა არა, საკმაო ცოდნა აქვთ იმისათვის, რომ ზუსტად იცოდნენ, ის შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნების სისტემა ჯერჯერობით ყველასთვის გასაგებია, ვინც იქ დგას იმათ გარდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics