05:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 13:21:32, 2191 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: ვერანაირი ჭყლეტა, პოლიცია და ფული პროტესტს ვერ გატეხს - ამ ჯოჯოხეთურ პირობებში მოუწევთ ცხოვრება

„ვერანაირი ჭყლეტა, ვერანაირი მრავალრიცხოვანი პოლიცია და ფული, პროტესტს ვერ გატეხს. მოუწევთ ამ ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს კომფორტი დაურღვიონ.

მანვე აღნიშნა, რომ აპირებს, როდესაც უმრავლესობის წევრები შენობიდან გამოვლენ, ავტომობილებს გადაეღობოს.

„სამწუხაროდ, დღეს პოლიციას უწევს კანონის დარღვევა, იმიტომ რომ ეს მათ „ქართულმა ოცნებამ“  დაავალა, რომ აზრის გამოხატვაც და პროტესტიც უნდა აღკვეთონ, უხეშადაც შეუძლიათ მოიქცნენ, მთავარია ბიძინა ინვანიშვილი დაიცვან, ოღონდ წყარო ამ პრობლემის არის ბიძინა ივანიშვილი და არა ეს პოლიციელები. იჭიდავეს, ოპერატორს სამწუხაროდ, ხელი მოტყდა, სასწრაფოს მანქანა არის მოსული. ეს არის კიდევ ერთი ტკივილი, ადამიანის მსხვერპლი, რომელიც ეწირება ბიძინა ივანიშვილის კომფორტს. ყველას მინდა ვუთხრა, ვერანაირი ჭყლეტა, ვერანაირი მრავალრიცხოვანი პოლიცია, ვერანაირი ფული პროტესტს ვერ გატეხს და მაინც აქ მოუწევთ ამ ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრება.  როცა ჭიდაობ, როცა ხელი ტყდება ადამიანს, ეს არ არის სახელმწიფო, ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა შევუქმნათ ეს დისკომფორტი და რომელიც უნდა მოვაცილოთ ამ მთავრობას. უახლოესი გეგმა მაქვს, ახლა რომ გამოვლენ რამენაირად მივწვდე მანქანას, გადაღობვას ვაპირებ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთივის, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაძაბულია. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დილიდან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინაროებს. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე შენობის პიკეტირება სცადეს, რასაც მათსაც და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პროტესტი არ შეწყდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics