16:33 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 11:28:46, 3031 ნახვა

ეკონომიკა
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თხილის სექტორში არსებული ვითარება შეაჯამეს  და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.

 „მოგეხსენებათ, თხილი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია; შესაბამისად, თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო დარგობრივი ასოციაციების როლის  გაძლიერებასა და  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მათი კონტრიბუციის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სახელწიფოს ერთიანი ძალისხმევის წარმატებული შედეგი თხილის სექტორში არსებული ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური გამოწვევის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციას Ferrero დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

შეხვედრაზე ყურადღება  მცირე ფერმერების ცოდნის გაღრმავებასა და არასაკმარისი მოცულობისა და რაოდენობის სასაწყობო მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეთხილე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 


 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics