|
2015-07-21 11:32:11, 928 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: წინა ხელისუფლებამ უალკოჰოლო სასმელების მარკირებაზე კაბალური ხელშეკრულება დადო
„2012 წლის აპრილში წინა ხელისუფლების მიერ დადებულია პირდაპირ კაბალური ხელშეკრულება უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ისინი აღნიშნული მარკირების მოხსნას ითხოვენ. ხადურის თქმით, შვეიცარიულ კომოპანიასთან „SICPA Security Solutions SA" დადებული ხელშკერულების გაუქმება საქართველოსთვის მძიმე ფინანსური დარტყმა იქნება. „2012 წლის აპრილში წინა ხელისუფლების მიერ დადებულია პირდაპირ კაბალური ხელშეკრულება, რომელიც გვავალდებულებს, რომ აღნიშნული მარკირება შემოვიღოთ. ამ ხელშკეურლების გაუქმება არის ძალიან მძმე დარტყმა ქვეყნისთვის. სახელმწიფოსა და „SICPA Security Solutions SA" შორის არის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც პრაქტიკულად ხელ–ფეხი აქვს შეკრული ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რათა მან გააუქმოს, ან გადახედოს აღნიშნულ ხელშეკრულებას. ეს რის წინა ხელისუფლების დროს დადებული ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია ძალიან მკაცრი პირობები, რომ აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის უალკოჰოლო სასმელებზე, გავრცელდეს მარკირების სავალდებულო წესი“, – აღნიშნა ხადურმა. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებამ უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღება ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე რამდენჯერმე გადაავადა. „უალკოჰოლო სასმელების მარკირება არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მათ შორის, ჩვენს მეზობელ სომხეთში. თავის დროზე როდესაც ჩვენ არაერთხელ გადავწიეთ ამ წესის შემოღება, რადგან, ბიზნესის ინტერესები გავითვალისწინეთ. ბიზნესის მხრიდან იმაზე იყო საუბარი, რომ თუ სახელმწიფოს სჭირდებოდა ამის საჯარო სივრცეში მოქცევა და აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ეს თანხა გადაეხადა სახელმწიფოს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახური თავად დააფინანსებს აღნიშნულ ღონისძიებას. მიკვირს, რატომ არიან ისინი აღრიცხვიანობის მოწესრიგების წინააღმდეგები“, – აცხადებს ხადური.
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)