|
2019-11-15 12:17:01, 1417 ნახვა
კომენტარი
ჯონათან კაცი - საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო, ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან
„ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, საქართველოს პარლამენტში არ დამტკიცდა“, - ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარმა, ჯონათან კაცმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზე: „ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა ჯონათან კაცმა. შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხებოდა, ჩავარდა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი მხოლოდ 101-მა დაუჭირა, 3-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მმართველი გუნდის იმ ტეპუტატთა ნაწილმაც, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები თავადაც იყვნენ. კანონპროექტის ჩაგდებას საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ. გარდა ამისა, გუშინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)