|
2019-11-14 17:34:51, 1423 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: კანონპროექტის მხარდამჭერი ადამიანები უმრავლესობიდან მიდიან, მოწინააღმდეგეები კი, რჩებიან
„ესეიგი ვინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ითვალისწინებდა და უჭერდა მხარს ამ კანონპროექტს, თითქოს, ის ადამიანები მიდიან უმრავლესობიდან და ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდნენ მას, რჩებიან“,- ამის შესახებ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განაცხადა. მან ივანიშვილს „თაღლითი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ცდილობს, 2020 წლის არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს. "ახლა ვიკრიბებით და სულ ცოტა ხანში დაიწყება შეხვედრა, სადაც უნდა შეთანხმდეს მთავარი პოლიტიკური მოთხოვნები. მე, ბუნებრივია, მაქვს ჩემი ხედვა, სხვას შესაძლებელია ქონდეს სხვა ხედვა, მაგრამ ეს ხედვები უნდა გარდაიქმნას ერთ საერთო ხედვად და ამაში ვარ დარწმუნებული, მთავარია, რომ ჩვენ ვთანხმდებით სტრატეგიაზე, რა უნდა იყოს ეს სტრატეგია, რა მოხდა ყველამ კარგად დავინახეთ და ამაზე დროის კარგვას აზრი აღარ აქვს. კლასიკური თაღლითია, ადამიანი, რომელიც ახლა აღმოჩნდა და განცხადებას ავრცელებს და რა გამოდის ამ განცხადების მიხედვით, ესეიგი ვინც ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ითვალისწინებდა და უჭერდა მხარს ამ კანონპროექტს თითქოს, ის ადამიანები მიდიან უმრავლესობიდან და ისინი ვინც ეწინააღმდეგებოდა მას, ისინი რჩებიან. შესაბამისად გამოდის სწორედ ის ადამიანები იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეები ვინც ეს ჩააგდეს. კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის თაღლითი. ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები ქუჩის აქციების პარალელურად. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს არჩევნები 2020 წელს და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაუტოვა ქვეყანას და არცერთ პოლიტიკურ პარტიას. წაართვა ეს შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ვადამდელი არჩევნები ოღონდ კონკრეტული პირობებით. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე და აუცილებლად წამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ქვეყნის დატოვება. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაგრამ ეს არ უნდა ჩაატაროს ბიძინა ივანიშვილის მთვრობამ. დღეს შანსი ბიძინა ივანიშვილის ხელით მოკვდა, მაგრამ ეს შანსი ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ხალხს მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება და მერე ჩატარდება არჩევნები პროპორციული გზით, მანამდე მოგვიწევს დღეს არსებული საარჩევნო სისტემით არჩევნებზე გასვლა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)