18:09 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 16:00:02, 1533 ნახვა

კომენტარი
უგულავა - ივანიშვილი გაიზიარებს მორალესის ან კადაფის ბედს, ერთი უნდა აირჩიოს

„ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არჩევნები ან პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან საერთოდ არ გაიმართება.

„არჩევნები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება. როგორ? ამას ნახავს. ნახავს ფეხქვეშ რომ გეწვება. „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი, ყველგან სადაც წავლენ, დასასვენებლად წავლენ? იქ მიწვდებიან და იქ შეაფურთხებენ სახეში. ფურთხის ღირსია დღევანდელი „ქართული ოცნება“. არჩევნები გაუქმებულია, მორჩა. თვითონ თქვეს, პროპორციული არ უნდა მივიღოთ ოპოზიცია მოიგებსო. ყველა პარტია ვიკრიბებით, სამოქმედო გეგმას დასახავთ, მაგრამ ძირითადი არის ის, რომ ან ამ ქვეყანაში ჩატარდება პროპორციული არჩევნები, ან ივანიშვილი გაიზიარებს მორალესის ან კადაფის ბედს, აქედან ერთი უნდა აირჩიოს. ქვეყანაში მოკვდა სამართალი, დაიმარხა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics