|
2019-11-13 17:04:42, 1036 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუადვილებს
საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურაში იწყება პორტების დიჯიტალიზაცია და „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა საპორტო სერვისებში. „ეს არის ერთი კომპლექსური პროექტი, როდესაც სხვადასხვა, დღემდე არსებული პლატფორმა გაერთიანდება და 30-მდე აპლიკაცია, რისი შევსებაც მანამდე ცალ-ცალკე უხდებოდათ, ერთიან პლატფორმაში მოექცევა. შედეგად, გადამზიდავ კომპანიებსა და პორტებს საშუალება ექნებათ, უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, არ შეიქმნას რიგები, უკეთ იყოს ოპტიმიზირებული ტვირთნაკადები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ჩვენი დერეფანი ისწრაფვის დიჯიტალიზაციისკენ და საქართველოს სურს, რომ დერეფნის ქვეყნებსა და მოთამაშეებს შორის ტოპრეფორმატორი იყოს. „ჩვენს დერეფანში არის ბევრი ქვეყანა, ბევრი მოთამაშე და ჩვენ, როგორც სხვა ბევრ სფეროში, აქაც გვინდა ვიყოთ ტოპრეფორმატორები, ყველაზე მოწინავე ქვეყანა, სადაც სპორტო ინფრასტრუქტურა გამჭვირვალე და ეფექტური იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების, გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა.
(NS)
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)