22:45 - 07 Jul, 2026
|
2019-11-12 16:50:54, 1106 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი მუშაობის შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს. „სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია იმერეთის მთავარი სამმართველოს 25 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ხანძრის კერებთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 10 კილომეტრ მანძილზე გადაადგილდებოდნენ. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. დამწვარია ბალახი და ეკალ-ბარდი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)