16:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-07 16:06:12, 1547 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა.

კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines" კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან)..

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა, მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვა.

აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ, ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად, მუშაობა გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics