|
2019-11-07 14:31:43, 3618 ნახვა
კომენტარი
„მინისტრის შეცვლა საარჩევნო წლის დასაწყისში, გვაფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური მობილიზებისთვის კეთდება“ - განათლების მკვლევარი
„განათლების მინისტრთა ასეთი ხშირი ცვლა, მით უფრო ქვეყნის საარჩევნო რეჟიმში გადასვლის პერიოდში, გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, სისტემის წინასაარჩევნოდ მობილიზებისთვის კეთდება, რაც დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია აქ მომუშავე ადამიანებისთვის“ - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი. მისი თქმით, ქვეყანას, რომელსაც გრძელვადიანი განათლების პოლიტიკა არ გააჩნია, მინისტრთა ხშირი ცვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს: „ძალიან ვწუხვარ, რადგან თვითონაც აღარ მახსოვს, მერამდენედ მიწევს საუბარი იმაზე, რომ ასე ხშირად მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ, რომ გარკვეული კურსი განათლებაში მდგრადი და თანმიმდევრული უნდა იყოს. მათი ასეთი ხშირი ცვლა, როგორც წინა, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვნად უშლის ხელს განათლების პოლიტიკის თანმიმდევრულ განვითარებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია კი არის იმ შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო წლის დასაწყისში ხდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, განათლების სისტემის წინასაარჩევნოდ მობილიზებისთვის კეთდება. გვაქვს მაგალითები იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მასწავლებლების, დირექტორების, სკოლების მობილიზება და რესურსად გამოყენება ხდება, რაც ცალსახად დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია სისტემაში მომუშავე თითოეული ადამიანისთვის. თუმცა, უნდა ვნახოთ, ვის დანიშნავენ მინისტრად. თუ დანიშნა ფუნქციონერი, პარტიისა და არჩევნების ერთგული, ორგანიზატორი ადამიანი, მაშინ ეს ეჭვი გამართლდება, მაგრამ თუ დაინიშნა კადრი, რომელიც რეალურად განათლების მიმართულების სპეციალისტია, განვითარებაზე მზრუნველი და მასზე ორიენტირებული, შესაძლოა, სხვანაირადაც მოხდეს. ქვეყანაში, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხედვა განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვყავს ხოლმე ისეთი მინისტრები, ვისაც მინისტრად არჩევამდე განათლებასთან არანაირი შეხება ჰქონიათ. მუდმივი ქაოსი და გაურკვევლობა სისტემაში, ერთის მხრივ, იმის ბრალია, რომ მინისტრები პანტა-პუნტით იცვლებიან, მეორე კი ისაა, რომ ქვეყანას არა აქვს შეთანხმებული თანმიმდევრული, გრძელვადიანი განათლების პოლიტიკა, რომელსაც მინისტრის ცვლილება ვერაფერს დააკლებს. ამიტომ არის, რომ ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს ვერ განვითარდება. როგორც ჩანს, ყველა ხელისუფლებას აწყობს, რომ ჰყავდეს გაუნათლებელი, მორჩილი საზოგადოება, რომელსაც საითაც გაუშვერს ხელს, იქით წაიყვანს“, - აცხადებს აფხაზავა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ხანმოკლე მოღვაწეობას განათლების სისტემაში, მკვლევარი დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ სისტემის ასეთი მასტაბური განახლება ჯერ არავის განუხორციელებია: „ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მაგრამ, საერთო ჯამში, განათლების ყოფილი მინისტრის საქმიანობიდან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდება ის, რომ თანამედროვე ქართულ სისტემაში მან პირველმა შეძლო საკმაოდ მოცულობითი ჯგუფის მასწავლებლების ჩანაცვლება სკოლაში. ასეთი მასშტაბის განახლების დაგეგმვა მასწავლებელთა კორპუსში ჯერ არავის განუხორციელებია და ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ეს წამოწყება თავისი ხარვეზებითა თუ დადებითი მხარით, თავადვე მიეყვანა ბოლომდე და ამ ადამიანის პასუხისმგებლობა ყოფილიყო. ბოლომდე უნდა გვეცლია, რომ მერე არ დაიწყოს გადაბრალებები, რომ ვიღაცამ ცუდად დაიწყო, ვიღაცამ ცუდად გააგრძელა და ა. შ. როგორც ყოველთვის ხდება. სამწუხაროდ, ალბათ, ახლაც ასე მოხდება. საქმე, რაც ამ კაცმა დაიწყო და ნაწილობრივ გააკეთა, ძალიან ნიშანდობლივი იყო, რაც საქართველოს განათლების ისტორიაში ბევრმა მინისტრმა ვერ მოახერხა“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მოამზადა ნონა ქარქაშაძემ
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)